ესპანეთი–პორტუგალია. მწვრთნელები მატჩის შემდეგ
როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 1/8 ფინალური მატჩი პორტუგალიასა და ესპანეთს შორის (0:1). გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა, თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.
კარლუშ კეირუში
"ესპანელებს უფრო ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ და ვფიქრობ, მათ დაიმსახურეს გამარჯვება. ისინი უფრო ეფექტურად მოქმედენდნენ და აკონტროლებდნენ ბურთს. ჩვენ ვთამაშობდით კონტრშეტევებზე და გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი გაგვეხსნა ანგარიში, თუმცა ვერ მოვახერხეთ. გამარჯვების სურვილი ნამდვილად გვქონდა, მაგრამ წაგება გარდაუვალი იყო. შემდეგში ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით"
ვისენტე დელ ბოსკე
"როდესაც ჩვენ ასე ვთამაშობთ, მოწინააღმდეგე ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებს. ფერნანდო ლორიენტემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მე მწამს იმ ფეხბურთელების, რომლებიც მთელს ძალებს ხარჯავენ მოედანზე. ესპანეთის ნაკრებს სურს შევიდეს ისტორიაში. ამისათვის ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის; ჩვენ გვჯერა ჩვენი თავების და ვიცით, რომ ჩემპიონები გავხდებით."
წყარო: sports.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]