ჩავი: "ჩვენ ვართ გუნდი"

ჩავი: "ჩვენ ვართ გუნდი"

ესპანეთის ნაკრების და კატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა შეფასება გააკეთა ესპანეთის ნაკრების ახლანდელი ფორმისა და მომავალი მეტოქეების შესახებ.

"ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ, ეს იყო საუკეთესო გუნდური თამაში, ესპანეთი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის და ეს ძალიან მახარებს, ჩვენ ვართ გუნდი."

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალურ ეტაპზე პარაგვაის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ამ "დუელში" გამარჯვების შემთხვევაში კი არგენტინისა და გერმანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალში. ასე, რომ მართლაც დიდებული მატცები გველის.

"ჩვენ მთელი თამაშის მანძილზე ვაკონტროლებდით ბურთს, ვცდილობდით ჩვენი თამაში თავს მოგვეხვია მეტოქისათვის, რაც საბოლოოდ კარგად გამოგვივიდა. ეს ხომ ჩვენი სათამაშო სტილია.
პორტუგალიელები ძალიან სწრაფად გადადიოდნენ შეტევაზე და ცდილობდნენ ჩვენი მცველების დაჯაბნას, მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ.

ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ ფეხბურთის თამაშით, სწორედ ასეთი მატჩების ჩასატარებლად ჩამოვფრინდით ასე შორს მსოფლიო ჩემპიონატზე. პორტუგალიის ნაკრებზე ერთადერთი შემიძლია ვთქვა, ძალიან ძლიერი გუნდია და მათ გუნდშიც მრავლადაა მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ისევე როგორც ესპანეთში. ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ესპანეთის ნაკრების ქომაგს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენ გაგახაროთ." დაამატა "ბარსელონას" "ტვინად" აღიარებულმა ჩავი ერნანდესმა.
აღნიშნულ პრესკონფერენციაზე განცხადება ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემაც გააკეთა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა დევიდ ვილიას მისამართით:

"დევიდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უძლიერესი ფორვარდია, მან გაიტანა გოლი, რომელმაც ჩვენ შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანა, რისთვისაც მინდა მას დიდი მადლობა ვუთხრა."

http://www.worldcup.soccerway.com/

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.