სერხი რობერტო: "მარტინო სრულყოფილია "ბარსელონასთვის"

სერხი რობერტო: "მარტინო სრულყოფილია "ბარსელონასთვის"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხი რობერტომ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს გუნდის ახლად დანიშნულ მწვრთნელზე, ხერარდო მარტინოზე. "მარტინომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია პარაგვაის ეროვნულ ნაკრებში და "ნიუელზ ოლდ ბოისში".

"ის იქნება მინდობილი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, აქამდე მისმა გაწეულმა სამუშაომ ეს ყველაფერი უკვე დაადასტურა. ვფიქრობ, რომ ის სრულყოფილია "ბარსელონასთვის". - განაცხადა სერხი რობერტომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2015 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.