დავიდ ვილა: "სამართალი აღსრულდა"

დავიდ ვილა: "სამართალი აღსრულდა"

 დავიდ ვილამ, რომელიც თავის ნაკრებში ბომბარდირია 4 გოლით, განაცხადა, რომ ესპანეთმა თავისი თამაშით დაიმსახურა გამარჯვება.

 პარაგვაის ეროვნულ ნაკრებზე, რომელსაც ესპანელები მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან, დავიდმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ჩვენ გავედით მეოთხედფინალში, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს რა მოხდა შვეიცარიასთან მატჩში. პარაგვაი ადვილი მეტოქე ნამდვილად არ იქნება. აქამდე მოსვლით ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. დასაწყისში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი კარგად არის. არასოდეს არ დაკვიკარგავს რწმენა ჩვენს შესაძლებლობებში. მითუმეტეს ახლა, როდესაც ვიცით რისი გაკეთებაც შეგვიძლია."

 "ჩემი მიზანია განვაგრძო გოლების გატანა ამ ტემპში. პორტუგალიასთან მატჩი იყო დაუვიწყარი, რადგან ჩემ მიერ გატანი გოლის წყალობით, ჩვენ ვითამაშებთ მეოთხედფინალში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფანებს. ჩვენ, მათი დახმარებით, მივხვდით, რომ აღარ დავუშვებდით ისეთ შეცდომებს, როგორებიც პირველ მატჩში დავუშვით. პარაგვაი კიდევ უფრო ძნელი მეტოქეა, მაგრამ საკმარისად გვაქვს დრო მოსამზადებლად და ნახევარფინალში აუცილებლად გავალთ."

 ამასობაში, სერხიო რამოსმაც გააკეთა კომენტარი: "მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი იყო. ძალიან ფრთხილად ვთამაშობდით, რადგან პორტუგალიელები ნებისმიერი შანსის გამოყენებისათვის მზად იყვნენ. ტემპიც შევინარჩუნეთ. ნაკრების მთავარი პლიუსი კოლექტიურობაში მდგომარეობს."

წყარო: www.sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.