დღეს პედრო როდრიგესის დაბადების დღეა!
დღეს 2013 წლის 28 ივლისს კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, პედრო როდრიგეს ლადესმა 26 წლის გახდა. მე კი შევეცდები მოკლედ გიამბოთ "ბარსელონას" შემტევზე.
პედრო როდრიგესი ესპანეთში, სანტა კრუს დე ტენერიფეში დაიბადა. მან საფეხბურთო კარიერა და პირველი ნაბიჯი სან ისიდროში გადადგა, სადაც 2003-2004 წლებში ირიცხებოდა. 2004-2005 წლებში კი "ბარსელონას" აკადემიის წევრი იყო. პედრო ორი წელი თამაშობდა "ბარსელონა ც"-ს შემადგენლობაში, 2005-2007 წლებში. 2007-2009 წლებში კი ფეხბურთელი "ბარსელონა ბ"-ს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. მისი დებიუტი ჯერ კიდევ ფრანკ რაიკაარდის ეპოქაში შედგა, 2007-2008 სეზონში პედრო როდრიგესმა "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისური ორჯერ მოირგო. 2009-2010 სეზონში კი ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას ერთ-ერთ მთავარ იარაღად იქცა ამავე სეზონში პედრომ საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა და გახდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა ყველა ტურნირზე მოახერხა. 2011 წლის 5 ივლისს კი ესპანელმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა. მისი სატრანსფერო ღირებულება, რომელიც კონტრაქტშია გათვალისწინებული 90-დან 150 მილიონ ევრომდე მერყეობს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=twNieCc5FuY]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]