ესპანეთი–პორტუგალია. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
გუშინ გამართული 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც ერთმანეთს ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ (1:0), ფეხბურთელებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი თამაშის შესახებ.
დავიდ ვილა
"ეს იყო ერთ–ერთი საუკეთესო გოლი ჩემს კარიერაში იმიტომ, რომ ამის წყალობით გავედით შემდეგ რაუნდში. მე ვაგრძელებ გატანას და არ ვაპირებ გაჩერებას. ჩვენ რწმენას არასოდეს ვკარგავთ. ვიცით, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოედანზე."
ჩავიერ ერნანდესი
"ჩვენ კარგად დავიწყეთ მსოფლიო ჩემპიონატი და დამსახურებულად გავედით 1/4 ფინალში. პორტუგალიას თამაშით აშკარად ვაჯობეთ. ისინი გვაძლევდნენ უფლებას გვეკონტროლებინა ბურთი, რათა მათ კონტრშეტევები განეხორციელებინათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მე მომეწონა ფეხბურთი, რაც დღეს ვითამაშეთ, მითუმეტეს მეორე ტაიმში."
ჟერარ პიკე
"ჩვენ ასეთი თამაშით ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დავამარცხებთ. დღეს გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო გამარჯვებისათვის. ლორიენტემ ძალიან გააძლიერა გუნდი. როდესაც გამოჩნდა მოედანზე, ბურთს ხშირად იღებდა და ორი ძალიან კარგი მომენტიც ჰქონდა მეორე გოლის გასატანად, თუმცა მას არ გაუამრთლა. ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგის დამარცხება ადვილი არ იქნებოდა, თუმცა მთელ თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრებმა ითამაშა ისე, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა. ახლა კი წინ პარაგვაია."
რიკარდუ კოშტა
"მე პოზიციისთვის ვბრძოლობდი და როდესაც მივუახლოვდი კაპდევილას, იგი თვითონვე წაიქცა. მსაჯს მოეჩვენა,რომ მას მე ჩავარტყი. ვწუხვარ მოედნიდან ჩემი გაძევებისათვის იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებდი რათა გუნდს დავხმარებოდი."
კრიშტიანუ რონალდუ
"როგორ შემიძლია ავხსნა გუნდის დამარცხება? წადით და კეირუშს ესაუბრეთ."
ფაბიუ კოენტრაუ
"რატომ გააგზავნა რონალდუმ ჟურნალისტები კეირუშთან? ამ კითხვაზე არანაირი პასუხი არ გამაჩნია. მე ვარ მცველი და გუშინ რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე გუნდის დასაცავად. ნაკრებში ატმოსფერა მართლაც შესანიშნავი იყო. ვიცი, რომ პორტუგალიის ნაკრებს შეეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა. აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაში იყო, თუმცა არ გაგვიმართლა და 1/8 ფინალში ძლიერი მოწინააღმდეგე შეგვხვდა. ვწუხვარ, ჩვენი ოცნება რომ არ ახდა."
პეპე
"ესპანეთის ნაკრებში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და მათ ეს მეორე ტაიმში დაამტკიცეს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შანსი გოლის გატანისა, თუმცა ამაოდ. ვწუხვარ, რომ წავაგეთ და თასისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, ჩემპიონი ესპანეთი გახდება. ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება."
დეკუ
"ჩემი მხრიდან არ იქნება მართალი თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მწვრთნელი ბრალია. როგორი იყო ფეხბურთელებთან კავშირი? ნახევარი გუნდი თავს კარგად გრძნობს."
ტიაგუ მენდეში
"ვფიქრობ, კრიშტიანუ უბრალოდ მოწყენელია. მას თუ არ სურს ჟურნალისტებთან საუბარი, მაშინ ჩვენ ვილაპარაკებთ. ჩვენ გამოვეთიშეთ ტურნირს და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ. რატომ დავმარცხდით? იმიტომ რომ ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერია."
კრიშტიანუ რონალდუ (მოგვიანებით)
"მე მთლიანად განადგურებული ვარ. უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რას ვგრძნობ... რატომ არ მივეცი ჟურნალისტებს ინტერვიუ და რატომ გავაგზავნე ისინი კეირუშთან? მე მათთან 3–4 წინადადება უნდა მეთქვა, ხოლო მთავარ მწვრთნელს კი პრესკონფერენცია უნდა გაემართა, სადაც ყველაფერს იტყოდა. არ შემიძლია ავხსნა ჩვენი ეს მარცხი. ახლა მართლა ძალიან ცუდად ვარ. მე ნამდვილად მაქვს უფლება, ცუდად ყოფნისას მარტო დავრჩე. კეირუშისათვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და კარგი იქნება ბუზიდან სპილოს თუ არ გამოიყვანთ."
წყარო: sports.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]