დოს სანტოსი: ''ბარსაში ვრჩები, მარტინოს ჩემი იმედი აქვს''
კატალონიის ''ბარსელონას'' ნახევარმცველმა ჯონათან დოს სანტოსმა გადაწყვიტა, რომ გუნდში დარჩეს. ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება მექსიკელმა ფეხბურთელმა მარტინოსთან საუბრის შემდეგ მიიღო. არგენტინელი სპეციალისტის თქმით მას დიდი იმედი აქვს ფეხბურთელის.
''დიდი სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ მე გადავწყვიტე დავრჩე ''ბარსაში''. ''ბარსაში'' ვგრძნობ, რომ ვიქნები წარმატებული. მე მოვიპოვე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხერარდ მარტინოს ნდობა რისთვისაც დიდი მადლობა მას''. განაცხადა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ ''ბარსას'' სურდა დოს სანტოსი არენდის წესით გაეშვა ''რეალ სოსიედადში''. საბოლოოდ გუნდმა მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტა. დოს სანტოსით ასევე დაინტერესებული იყვნენ ''ფიორენტინა'', ''სელტა'' და ''ანდერლეხტი''.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]