ლაპორტა: "მოურინიოს "ბარსას" მწვრთნელობა სურდა"
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ "ჩელსის" ამჟამინდელ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ძალიან სურდა "ბარსელონას" გაწვრთნა, თუმცა კლუბის წარმომადგენლებს ამ პოსტზე გუარდიოლას დანიშვნა უკვე გადაწყვტილი ჰქონდათ.
"მოურინიო მცირე დოზით, მაგრამ მაინც "კულეა". მას "ბარსელონას" გაწრვთნა სურდა, მაგრამ იმ დროისთვის არჩევანი გაურდიოლაზე გვქონდა შეჩერებული" - განაცხადა კატალონიელმა "El Pais"-თან საუბრისას.
ყოფილმა პრეზიდენტმა კლუბში ახალგადმოსულ ნეიმარზეც გააკეთა კომენტარი: "ნაიმარი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მიხარია, რომ ის კლუბის დასახმარებლად გადმოვიდა. იმედი მაქვს, რომ ამ ტრანსფერით, ლეოც კომფორტულად გრძნობს თავს."
ლაპორტამ პატივისცემა გამოხატა "რეალ მადრიდის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მიმართაც და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო კლუბის ამჟამინდელ პრეზიდეტ სანდრო როსელთან არ მეგობრობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]