გუარდიოლა ყველა დროის საუკეთესო 20 მწვრთნელში მოხვდა
"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ESPN-ს ყველა დროის საუკეთესო 20 სპეციალისტს შორის მოხვდა.
ამერიკული ორგანიზაციის ოცმა ავტორმა ფეხბურთის ისტორიაში მოღვაწე მწვრთნელთა საუკეთესო ოცეული შეადგინა. ამ ეტაპზე, საჯაროდ ცნობილი მეთექვსმეტედან მე-20 ადგილამდეა ცნობილი.
რეიტინგში მე-18 ადგილს იკავებს პეპ გუარდიოლა, რომელსაც ეს აღიარება წილად "ბარსელონაში" წარმატებით მუშაობის გამო ხვდა.
ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთა შორის მე-18 ადგილი ცუდი შედეგი ნამდვილად არაა იმის გათვალისწინებით, რომ გუარდიოლას მხოლოდ 4-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ 4 წლის განმავლობაში, კატალონიელმა სპეციალისტმა 14 ტიტული მოიგო, რაც ძალიან კარგი მიღწევაა. შედარებისთვის, ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მე-20 ადგილს იკავებს. გუარდიოლამ ასევე აჯობა ისეთ ლეგენდას, როგორიცაა უდო ლატეკი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]