მესი, რონალდუ და რიბერი
დღეს Uefa.com–მა დაასახელა სამი ფინალისტი, რომელიც 2012/2013 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებაში ერთმანეთს შეეჯიბრება. ესენია: ლეო მესი, ფრენკ რიბერი და კრიშტიანუ რონალდუ.
გამარჯვებული ხუთშაბათს, 29 აგვისტოს მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს გაირკვევა. გამარჯვებული პირდაპირი ხმის მიცემით გამოვლინდება.
ამ სეზონზე ლეო მესი ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო რიგით მეოთხე ოქროს ბურთი და ლა ლიგა 46 გატანილი გოლით დაასრულა.
ფრენკ რიბერიმ "ბაიერნთან" ერთად წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია და ტრიპლეტი მოიგო. მან ბუნდესლიგის, გერმანიისა და ჩემპიონთა ლიგის თასები აღმართა.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა 12 გატანილი გოლით, ამასთანავე პორტუგალიის ნაკრებში ასმატჩიან ბარიერს გასცდა.
მონაკოში ჟურნალისტები ელექტრუნული სისტემის მეშვეობით დააფიქსირებენ საკუთარ ხმას.
სამწუხაროდ ათეულში "ბარსელონას" სხვა ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ტოპ ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
4. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – "ბორუსია დორტმუნდი" (80 ქულა)
5. არიენ რობენი (ჰოლანდია) – "ბაიერნი" (55)
6. თომას მიულერი (გერმანია) – "ბაიერნი" (51)
7. გარეთ ბეილი (უელსი) – "ტოტენჰემი" (48)
8. ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია) – "ბაიერნი" (34)
9. ზლატან იბრაიმოვიჩი (შვედეთი) – "პსჟ" (27)
10. რობინ ვან პერსი (ჰოლანდია) – "მანჩესტერ იუნაიტედი" (24)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]