ჟორდი ალბა: "ნეიმარი ძალიან მონდომებულია"

ჟორდი ალბა: "ნეიმარი ძალიან მონდომებულია"

ჟორდი ალბამ ბანგკოკში ჩატარებული მეორე სავარჯიშო სესიის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. ფეხბურთელისთვის ეს "ბარსელონასთან" ერთად ჩატარებული პირველი ტურია. "მიუხედავად საშინელი სიცხისა და ტენიანობისა ჩვენ მაინც ბევრს ვვარჯიშობთ" – განაცხადა ესპანელმა.

მან ტატა მარტინოზეც გააკეთა კომენტარი: "ის არაჩვეულებრივი მწვრთნელია. მიუხედავად ყველაფრისა სიტუაცია მეტნაკლებად იგივეა რაც იყო."

ალბა დარწმუნებულია, რომ ნეიმარი გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს: "ის "ბარსას" სტილს მალე შეეგუება. როგორც ჩანს ნეიმარი უზომოდ მონდომებულია."

"ის მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია და ასე იქნება მანამ, სანამ თვითონ აღარ ისურვებს პირველობას" – განაცხადა ჟორდი ალბამ ლეო მესიზე საუბრისას.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.