საღამოს ვარჯიშს 15 000 გულშემატკივარი დაესწრო
საღამოს სავარჯიშო სესიას ბანგკოკში დაახლოებით 15 000 გულშემატკივარი დაესწრო. ვარჯიში ტაილანდის ეროვნულ სტადიონ "რაჯამანგალაზე" გაიმართა, სწორედ ეს მოედანი უმასპინძლებს ხვალინდელ დაპირისპირებას, რომელიც თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.
ტაილანდში ჩატარებულ ვარჯიშთაგან ეს იყო პირველი, როდესაც გულშემატკივრებს სესიაზე დასწრების საშუალება მიეცათ.
მოთამაშეების მოედანზე გამოჩენას გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ყველაზე დიდი ხმაური კი ლეო მესის გამოჩენამ გამოიწვია, მან გასახდელი უკანსკნელმა დატოვა და ბოლო იყო ვინც მოედანზე შევიდა.
დღევანდელ სესიაზე ჯონათან დოს სანტოსი და კრისტიან ტელიო ძირითადად ტრავმების მოშუშებაზე იყვნენ ორიენტირებული, რის გამოც სხვებსგან განცალკევებით ივარჯიშეს. დანარჩენი ფეხბურთელები კი ჯგუფებად დაიშალნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობდნენ.
სესიის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა მაისურები და ბურთები გულშემატკივრებს დაურიგეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]