"ფიორენტინა" ვალდესით დაინტერესდა

"ფიორენტინა" ვალდესით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 31 წლის მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა შესაძლოა "ბარსელონა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს. იტყობინება, La Nazione.

ვალდესის მიმართ ინტერესს, იტალიის სერია ა-ში მოასპარეზე, "ფიორენტინა" იჩენს. ტრანსფერის განხორციელების პრობლემა კი შესაძლოა, ფეხბურთელის ანაზღაურება გახდეს, რომელიც თვეში - 550 ათასს ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ვალდესმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" საკონტრაქტო ვალდებულებებს ბოლომდე შეასრულებს. მისი კონტრაქტი კი მომავალი წლის ზაფხულში იწურება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.