საინტერესო ფაქტები კუალა ლუმპურიდან
ს.კ "ბარსელონამ" გუშინ მალაიზია XI–ს ანგარიშით 3–1 სძლია და ამით აზიური ტური დაასრულა. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ტურის ბოლო მატჩიდან.
- კუალა ლუმპურში ჩატარებული შეხვედრა იყო ერთადერთი წლევანდელ პრესეზონში სადაც ლეო მესიმ მონაწილეობა არ მიიღო.
- ნეიმარმა აზიაში გამართულ ორივე მატჩი შეძლო გოლის გატანა. მან ბანგკოკში მე–11 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მალაიზიაში ბრაზილიელმა სესკის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შეხვედრაში რიგით მეორე გოლი გაიტანა.
- მიმდინარე საფხულს ჩატარებული ექვსი მატჩიდან კატალონიელებმა 4 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს ("ლეხია" 2–2) და ერთხელ დამარცხდნენ ("ბაიერნი" 2–0).
- მიუხედავად გამოტოვებული მატჩისა, ლეო მესიმ წლევანდელ პრესეზონზე მაინც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. მან ხუთჯერ აიღო მეტოქის კარი.
- მალაიზიაში ჩატარებული მატჩის ერთ–ერთი გამორჩეული მოთამაშე სესკ ფაბრეგასი იყო. მან შეხვედრაში ანგარიში გახსნა და ასევე არაჩვეულებრივი საგოლე გადაცემები გაუკეთა ნეიმარსა და პიკეს. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფაბრეგასმა ტრავმის გამო მოედანი დატოვა.
- მატჩის დასრულების შემდეგ ტატა მარტინომ აღნიშნა, რომ ეს გუნდის მიერ ჩატარებული საუკეთესო თამაში ნამდვილად არ იყო. მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" ბურთის ფლობის მაჩვენებელი 81% იყო, გარდა ამისა კატალონიელებმა კარში 22–ჯერ დაარტყეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]