სკოლარი: "მესის მხოლოდ ორი წელი დარჩა"
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას კიდევ ორი წლის განმავლობაში შეინარჩეუნებს.
"ვფიქრობ, ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კიდევ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში იქნება. მესი არა მხლოდ გუნდისთვის თამაშობს, მას არაჩვეულებრივი ინდივიდუალური თვისებებიც გააჩნია. მას შეუძლია თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს."
ბრაზილიელმა ასევე განაცხადა, რომ ნეიმარს ევროპულ ფეხბურთთან შესაჩვევად დრო ნადვილად სჭირდება. მწვრთნელი დარწმუნებულია იმაში, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი "ბარსასთან" ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს.
"ის ახლა "ბარსაში" თამაშობს, ნაიმარს მესის მსგავსად შეუძლია აჩვენოს თავისი ინდივიდულაური შესაძლებლობები."
"მას გარკვეული დრო დასჭირდება რათა შეეყწოს ესპანურ ფეხბურთს. ჩვენ ბრაზილიაში ტაქტიკას დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ, ევროპაში კი ყველაფერი პირიქითაა."
"ნეიმარს აქვს უდიდესი სურვილი უფრო მეტის სწავლისა, ის ნადვილად უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს ესპანეთის ჩემპიონატსა თუ ჩემპიონთა ლიგაზე."
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" ნეიმარის ოფიციალური დებიუტი კვირას, 18 აგვისტოს "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]