ინიესტა: "ისკო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია"

ინიესტა: "ისკო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია"

დღეს ანდრეს ინიესტამ ეკვადორის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მას ახლდნენ ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი და მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე. ნახევრამცველმა ახალგარდა ფეხბურთელი ისკო შეაქო და ესპანეთის ნაკრებში მის სამომავლო როლზე გაამახვილა ყურადღება.

"ნადვილად სასიამოვნოა როცა იცი, რომ მომავალში ასეთი ფეხბურთელი ითამაშებს ნაკრებში. ისკომ გვაჩვენა, რომ ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მან უნდა განაგრძოს კარიერული ზრდა. ისკო ძალიან მალე ესპანეთის ნაკრების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება."

ეკვადორთან შეხვედრის შესახებ ინიესტამ განაცხადა: "ჩვენ ვეცდებით ამ მატჩში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ახალი სეზონი იწყება და ჩვენ საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ სეზონს, ეს მატჩი კი ფორმაში ჩადგომაში დაგვეხმარება. ვეცდებით კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ გულშემატკივრებზე."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.