სავარჯიშო სესია 14/08/2013
დღეს ს.კ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მორიგი სავარჯიშო სესია გამართეს. სხვა ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს ტრავმირებულებმა პედრომ და სესკ ფაბრეგასმა. პედროსთვის ეს აზიური ტურის შემდეგ ჩატარებული მეორე ვარჯიშია, ხოლო სესკმა ტრავმის მიღების შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა. პირველი გუნდი ფეხბურთელებს დღეს "ბარსა ბ"-ს მოთამაშე ბანიაკიც შეუერთდა.
"სიუტატ ესპორტივაზე" ლეო მესიც იმყოფებოდა, რომელიც სხვებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. შეგახსენებთ, რომ ლეო მესის მონაწილეობა უნდო მიეღო იტალიის წინააღმდეგ გასამართ მატჩში, თუმცა ფეხბურთელმა ტრავმის გამო ბარსელონაში დაბრუნება ამჯობინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]