ლიონელ მესი - 350 გოლი კარიერაში

ლიონელ მესი - 350 გოლი კარიერაში

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ 2013/2014 სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა და ლა ლიგის კამპანია, დუბლით დაიწყო. არგენტინელს კარიერაში 350 გოლი დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ მესიმ I ტურში "ლევანტეს" ორი გოლი გაუტანა. 

26 წლის მესიმ 315 გოლის გატანა "ბარსელონას" მაისურით მოახერხა, 35 კი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. გასულ სეზონში მესიმ ლა ლიგაში 32 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 46-ჯერ აიღო. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.