სიმეონე: "ესპანეთის ჩემპიონატი მოსაწყენია"
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, არგენტინელმა სპეციალისტმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატს მოსაწყენი უწოდა, რადგან მისი აზრით კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დომინირებას, კონკურენციას ვერავინ გაუწევს.
"მე არ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ კონკურენცია გავუწიოთ "ბარსელონასა" და "რეალს" ჩემპიონატის მოგებაში. ეს ორი გუნდი საკუთარ ლიგაში თამაშობს. ესპანეთის ჩემპიონატი კი მოსაწყენია. ჩვენ მოგვიწევს მოცდა, სანამ არ იქნება ცვლილებები შეტანილი იმ კუთხეში, რომელიც სატელევიზიო უფლებების გაყიდვას ითვალისწინებს, მანამ კი ჩემპიონობისათვის ეს ორი გუნდი იბრძოლებს." - განაცხადა, სიმეონემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]