აგერი: "ბარსელონა" - დიდებული კლუბია მაგრამ, "ლივერპულის" დატოვება არც მიფიქრია"
ინგლისური "ლივერპულის" 28 წლის დანიელმა მცველმა, დანიელ აგერმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას. ფეხბურთელმა ამის თაობაზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს აპირებდა თუ არა კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება. იტყობინება, ესპანური პრესა.
"ნათელია, რომ "ბარსელონა" - დიდებული კლუბია. მაგრამ მე არასდროს მიფიქრია "ლივერპულის" დატოვებაზე. რა თქმა უნდა, გაცილებით სხვა საკითხია ის, თუ კლუბი თავად ისურვებს ჩემს ტრანსფერზე დაყენებას. ფეხბურთელები და "ლივერპულის" პერსონალი ჩემი ცხოვრების ნაწილნი არიან. მე ძალიან მიყვარს ეს კლუბი." - განაცხადა, აგერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]