ნეიმარი: "ძლიერი ემოციები განვიცადე "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლის გატანისას"

ნეიმარი: "ძლიერი ემოციები განვიცადე "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლის გატანისას"

"ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი სულაც არ ფარავდა თავის სიხარულს ქვეყნის სუპერთასზე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ.

ნეიმარი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა, გაიტანა გოლი და ლურჯ-ბროწეულისფერებისთვის ფრე მოიპოვა.

"მე გახარებული ვარ, რადგან გამოვედი მოედანზე და ჩემს გუნდს რთულ სიტუაციაში დავეხმარე. ძლიერი ემოციები განვიცადე, როდესაც "ბარსელონასთვის" პირველი გოლი გავიტანე. შედეგი ჩვენთვის ცუდი სულაც არ არის, ახლა ჩვენ გამარჯვება გვჭირდება საპასუხო შეხვედრაში. "ატლეტიკო" — ძლიერი გუნდია და ამ დაპირისპირებამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონა" ამავე ტემპით განაგრძობს და ესპანეთის ჩემპიონი გახდება"— თქვა ნეიმარმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.