"ატლეტიკო"-"ბარსელონა" - საინტერესო ფაქტები
ესპანეთის სუპერთასის გუშინდელ თამაშში ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ მათგან საუკეთესოებს:
- შუაღამის დადგომამდე 24 წუთით ადრე ნეიმარმა "ბარსას" მაისურით თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა და ეს მოახერხა მან მხოლოდ და მხოლოდ 7 წუთის შემდეგ, რაც პედრო შეცვალა მოედანზე.
- სულ რაღაც 2 ოფიცალურ მატჩში უკვე მოახერხეს "ბარსას" ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა გოლების გატანა. კერძოდ ალექსისმა, პედრომ (2), მესიმ (2), ალვესმა, ჩავიმ და ნეიმარმა.
- გუშინდელ თამაშში ყველაზე მეტჯერ "ბარსას" ნახევრიდან ბურთი ამოიტანეს მასკერანომ (14), ბუსკეტსმა (11), ალვესმა (10)
- "ატლეტიკოს" ჰქონდა გუშინდელ დაპირისპირებაში 9 დარტყმა კარის მიმართულებით, "ბარსას" 8. აქედან – 4 ზუსტი.
- ზუსტ პასებში აშკარა ლიდერი "ბარსელონაა" 638 ზუსტი პასით, როცა მოწინააღმდეგემ მხოლოდ 183 ზუსტი პასის გაკეთება მოახერხა.
- მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ ითამაშა 90 წუთი "ლევანტესა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ესენია: ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო და ბუსკეტსი.
- დავიდ ვილიამ "ბარსას" წინააღმდეგ ჩატარებული 15 თამაშიდან გუშინდელ თამაშში თავისი მე–8 გოლი გაიტანა. მისმა გუნდებმა მოახერხეს 5 თამაშის მოგება, ექვსის წაგება და ოთხი თამაშის ფრედ დასრულება.
- ბოლო სამი თამაშის განმავლობაში "ატლეტიკო" ანგარიშის გახსნას ახერხებდა. გასულ სეზონში ისინი 4–1 დამარცხდნენ ბარსელონაში და 2–1 მადრიდში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]