მესის თამაში "მალაგასთან" საეჭვოა
ლეო მესის უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები. მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ლეოს მარცხენა ბარძაყის ბიცეფსი (ორთავა კუნთი) აქვს დაზიანებული, შესაბამისად მისი "მალაგას" წინააღმდეგ კვირას გასამართ თამაშში მონაწილეობა საეჭვოა. ექიმების განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და კარგად წარიმართება გამოჯანმრთელების პროცესი. ასე რომ გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ფეხის ტრავმა გუშინდელ თამაშში მიიღო "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, ამიტომ მისი შეცვლა აუცილებელი გახდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]