აფელაის ოპერაცია ჩაუტარდა

აფელაის ოპერაცია ჩაუტარდა

გუშინ კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს, იბრაჰიმ აფელაის მარჯვენა ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიულ ჩარევას, ანტონი დალმაუ და პირველი გუნდის ექიმი, რიკარდო პრუნო ხელმძღვანელობდნენ. როგორც უკვე ცნობილია ექიმების განცხადებით, აფელაი 4 თვეს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი საკმაოდ დიდი ხანია ტრავმიანობს, მან დაზიანება ჯერ კიდევ "შალკეში" არენდით ყოფნის დროს მიიღო, "ბარსელონაში" დაბრუნებისას კი რეციდივი განიცადა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.