სანდრო როსელი და ლიონელ მესი მონაკოში ჩავიდნენ
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი და კლუბის არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი უკვე ჩავიდნენ საფრანგეთის ქალაქ, მონაკოში სადაც დღეს 19.45 საათზე უეფას ღონისძიება გაიმართება. დღეს შედგება ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და ევროპის 2012/2013 სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა. გრიმალდის ფორუმზე კი, "ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი, სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა და საფეხბურთო დირექტორი, რაულ სანლი წარადგენენ. ასევე დელეგატები უეფასთან ურთიერთობაში, ამადორ ბერნაბეუ და დევიდ ბელივერი.
ლიონელ მესი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამთავრო გამგზავრება განახორციელა. არგენტინელი ჯილდოზე უკვე ნომინირებული იყო შარშანაც, სადაც გამარჯვება ანდრეს ინიესტას ერგო. მიმდინარე წელს კი მას კონკურენციას კრიშტიანუ რონალდუ და ფრანკ რიბერი გაუწევენ.
ასევე, დღეს "ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი შეხვედრას გამართავს ECA-ში, რაულ სანლისთან ერთად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]