ჩესკმა მეასე შეხვედრა თასით აღნიშნა
ჩესკ ფაბრეგასმა გუშინ მონაწილეობა მიიღო ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში, ეს გახლდათ ესპანელის მიერ "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებული მეასე მატჩი. ბონუსის სახით ფეხბურთელმა საიუბილეო მატჩზე ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, რამაც ეს ფაქტი უფრო განსაკუთრებული გახადა.
"ლა მასიაში" აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "არსენალის" ღირსებას იცავდა, კატალონიურ კლუბს 2011 წლის აგვისტოში დაუბრუნდა. "ბარსაში" გატარებული ორი სეზონის განმავლობაში კი ფეხბურთელმა 29 გოლის გატანა შეძლო.
ჩესკი ესპანეთის სუპერ თასთან უცნაურადაა დაკავშირებული. ორი წლის წინ ფეხბურთელის დებიუტი ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში შედგა, სადაც კატალონიელებმა "რეალ მადრიდი" ანგარიშით 3–2 დაამრცხეს. ჩესკ ფაბრეგასმა კი "ბარსას" ფეხბურთელის სტატუსით პირველი თასი აღმართა.
2013 წლის სუპერ თასის პირველ შეხვედრაში კი ფაბრეგასმა ლეო მესი შეცვალა და კარიერაში მე–400–ე შეხვედრა ჩაატარა.
26 წლის ესპანელ ფეხბურთელს ესპანეთის სუპერ თასის გარდა ყველა შეჯიბრში აქვს გოლი გატანილი. ფეხბურთელმა ლა ლიგაზე 62 შეხვედრაში 20, ესპანეთის სამეფო თასის 15 შეხვედრაში 5, ჩემპიონთა ლიგაზე 2 (17) გოლი გაიტანა. ასევე თითოჯერ აიღო მეტოქის კარი ევროპის სუპერ თასსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატებზე.
საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 72 მოგება, 20 ფრე და 8 მარცხია. 2 წლის მანძილზე ფაბრეგასმა შემდეგი ტიტულების მოგება შეძლო: ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის სუპერ თასი (2) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]