იბრაჰიმოვიჩი: "გვარდიოლა არაკაცია"

იბრაჰიმოვიჩი: "გვარდიოლა არაკაცია"

ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კვლავ გაიხსენა თავისი არც თუ ისე კარგი ურთიერთობა, მის ყოფილ დამრიგებელთან, პეპ გვარდიოლასთან. 

"ჩემს პირველ დღეებში, რომელსაც "ბარსელონაში" ვატარებდი მე გვარდიოლამ მითხრა, რომ კატალონიური კლუბის ფეხბურთელები, არ დადიოდნენ სწრაფი ავტომობილებით და ისინი მშვიდ ცხოვრებას ეწეოდნენ. მას სურდა, რომ მე ჩემს თავზე ისე მეფიქრა, როგორც უბრალო ადამიანზე, მაგრამ მე - ზლატანი ვარ და გვარდიოლა ვერ შესძლებდა ამას გამკლავებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ყავის ოთახში შევდიოდი, ის ყოველთვის ტოვებდა მას. როდესაც ჩვენ ერთმანეთს კორიდორში შევხვდებოდით, გვარდიოლა მუდამ იატაკს უყურებდა. ის არაკაცია. შესაძლოა, ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. ერთხელაც მე მის წინააღმდეგ ავფეთქდი გასახდელში, მაგრამ მან ჩემთან საუბარი მაშინაც არ ისურვა." - განაცხადა, იბრაჰიმოვიჩმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.