აბიდალი: "ბარსელონაში" კიდევ ერთი წელი ვიმსახურებდი დარჩენას"
ფარნგმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა, რომელიც ამჟამად "მონაკოს" ღირსებას იცავს, ცნობილ ესპანურ გამოცემა "Mundo Deportivo"–სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის კიდევ ერთი წლის განმავლობაში იმსახურებდა კატალონიურ კლუბში დარჩენას.
"თავს კარგად ვგრძნობ. მომავალს პოზიტიურად ვუყურებ და ვცდილობ ყველაფერს მხოლოდ დადებითი მხრიდან შევხედო" – განაცხადა ფრანგმა.
"ბარსელონაში" კიდევ ერთი სეოზონით მსურდა დარჩენა, მერე კი მოვლენების განვითარებას დავაკვირდებოდი. ვფიქრობ, რომ ამას ჩემი ძალისხმევისა და მონდომების გამო ნამდვილად ვიმსახურებდი. კარგ ფორმაში ვარ. სრულიად გამოვჯანმრთელდი და საფეხბურთო კარიერაზე ზრუნვას განვაგრძობ. ახლა მხოლოდ "მონაკოზე" ვფიქრობ, მომავალში კი ვნახოთ რა იქნება."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]