პუიოლის დაბრუნება გადაიდო
ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კარლეს პუიოლი გუნდს ოქტომბრის დასაწყისამდე ვერ შეუერთდება.
ცნობილი გამოცემა "AS" იუწყება, რომ ფეხბურთელი "სევილიას", "აიაქსის", "რაიო ვალაკანოს", "რეალ სოსეიდადისა" და "ალმერიას" წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს და გუნდს ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ პუიოლს ოპერაცია ივნისში ჩაუტარდა, თუმცა ფეხბურთელს მაისის შემდეგ არ უთამაშია. რაც შეეხება სავარჯიშო სესიებს, მან ვარჯიში გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად პრესეზონის დასრულების შემდეგ დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]