რონალდო: "ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, მაგრამ არა დაუყონებლივ"

რონალდო: "ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, მაგრამ არა დაუყონებლივ"

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ განაცხადა და თვლის, რომ კატალონიის "ბარსელონაში" ლიონელ მესისთან ერთად თამაში ამომავალ ვარსკვლავს, ნეიმარს როგორც ფეხბურთელს განვითარებაში დაეხმარება.

"მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველა განაგრძობს მესისა და რონალდუს კონკურენციის განხილვას, ნეიმარს კი მოცდა მოუწევს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ისიც ისწავლის და ერთ-ერთი საუკეთესოც გახდება. ნეიმარი ძალიან ბევრს ისწავლის "ბარსელონაში", ლიონელ მესის გვერდით ევროპული ფეხბურთის თამაშით. თავიდან ნეიმარს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ საერთო ჯამში ეს სირთულეები მისთვის სასარგებლო იქნება." - განაცხადა, რონალდომ.  

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.