ვალდესი: "არ ვიცი, სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში"
"ბარსელონას" კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი აცხადებს, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად განაგრძობს კარიერას კატალონიური კლუბის დატოვების შემდეგ.
როგორც იცით, ვალდესს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ფეხბურთელი მის გახანგრძლივებას არ აპირებს.
"არ ვიცი, სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში. ამჟამად, "ბარსელონას" მოთამაშე ვარ. მინდა, ამ გუნდში ჩემს ბოლო სეზონში მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოვიგო." - აცხადებს ვიქტორ ვალდესი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]