ნეიმარი - 25-ე გოლი ნაკრებში და მე-18 ადგილი ბომბარდირთა სიაში

ნეიმარი - 25-ე გოლი ნაკრებში და მე-18 ადგილი ბომბარდირთა სიაში

კატალონიის "ბარსელონას" 21 წლის თავდამსხმელმა, ნეიმარმა გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც მისი ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა, მატჩში მესამე გოლის გატანა მოახერხა. 

ეს გოლი ფეხბურთელისათვის ნაკრებში რიგით 25-ე აღმოჩნდა, ახალგაზრდა ვარსკვლავმა ამ რაოდენობის გოლის გატანა 41 ჩატარებულ შეხვედრაში მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში, მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. ბომბარდირთა სიას 77 გოლით, პელე ლიდერობს. მეორე და მესამე ადგილს რონალდო (62) და რომარიო (55) იკავებენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.