ემერი: "სევილიას" "ბარსასთან" შანსები აქვს"
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, "ბლაუგრანას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით.
"ყოველ წელს "ბარსა" თითქმის 100 ქულას იღებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, თუ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ, წარმატების მოპოვების შანსი გვექნება. მთავარია, ბიჭებმა მოედანზე გამარჯვების სურვილი გამოავლინონ", - აცხადებს უნაი ემერი.
"შევცვლი თუ არა ტაქტიკას? არსებობს დაცვის ცენტრის გაძლიერების ვარიანტი, თუმცა ასევე სხვა პოზიციების გაძლიერებაც შესაძლებელია".
"რა თქმა უნდა, ბურთს კატალონიელები გააკონტროლებენ, თუმცა ჩვენ შანსი კონტრშეტევებზე გვექნება. მათთან დაპირისპირება რთული იქნება, მაგრამ საჭიროა საუკეთესო დაცვასა და თავდასხმას შესაფერისი წინააღმდეგობა გავუწიოთ", - დაასრულა ესპანელმა სპეციალისტმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]