მარტინო: "შესაძლოა, მასკერანომ გუნდი იანვარში დატოვოს"

მარტინო: "შესაძლოა, მასკერანომ გუნდი იანვარში დატოვოს"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო არ გამორიცხავს, რომ მისმა თანამემამულემ, ხავიერ მასკერანომ გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

"ხავიერმა კარგად ვერ გაიგო, რა როლი აკისრია მას "ბარსელონაში". შესაძლოა, მან გუნდი იანვარში დატოვოს. იყო მცდელობა, რომ ხავიერი გუნდიდან მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს წასულიყო. კლუბი მას ამაში ხელს არ შეუშლის." - ტატა მარტინოს ამ სიტყვებს იტალიური Sport Mediaset ავრცელებს.

ჯერჯერობით, სხვა არცერთ წყაროს მარტინოს მსგავსი კომენტარი არ გაუვრცელებია და არაა გამორიცხული, გავრცელებული ინფორმაცია მცდარი იყოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.