რონალდუს აგენტი: "კრიშტიანუ მესიზე სრულყოფილი ფეხბურთელია"
პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მსოფლიოში საუკეთესოა.
"კრიშტიანუ რონალდუ მესიზე სრულყოფილი ფეხბურთელია. ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა, მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა, ის არც ისე კარგია, როგორც რონალდუ.
მოდით ვთქვათ რაც სათქმელია: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "რეალის" მაისურით მან საშუალოდ ყველა მატჩში გაიტანა.
"ბარსელონა" ყველა დროის საუკეთესო გუნდია, ესპანეთის ნაკრების საბაზო კლუბი, ამიტომაც მათ მოთამაშეებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ გასატანად.
ამავდროულად "რეალი" კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად და მის გარეშე აბსოლუტურად განსხვავებული გუნდებია." - განაცხადა პორტუგალიელი ვარსკვლავის აგენტმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]