ხერარდ პიკე: "მოგებით დაწყება უმნიშვნელოვანესია"
ოთხაშბათს "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს. ხერარდ პიკემ, ფეხბურთელმა, რომელსაც ეს ტიტული სამჯერ აქვს მოპოვები დღეს განაცხადა: "გუნდი მოუთმელად ელის ჩემპიონთა ლიგის დაწყებას, რადგან ის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. ევროპაში ძალიან კარგი გუნდები ასპარეზობენ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მათ ვაჯობებთ. "ბარსა" ამ ტიტულის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს, გამარჯვებით დაწყება კი აუცილებელია."
პიკემ ასევე განაცხადა: "ჩვენი თამაშის სტილი ნამდვილად ძლიან კარგია, თუმცა ბოლო ორი, თუ სამი სეზონის სხვა გუნდებმა ამ სტილის წინააღმდეგ თამაში ისწავლეს, ამიტომ ვარიაციები და შეტევის ახალი მეთოდების დანერგვა აუცილებელია. ტატა მარტინოსთან ერთად ჩვენ ახალ იდეებს ვეზიარებით."
"თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მცველს ყოველთვის მეტი მოეთხოვება" – განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.
ხერარდ პიკემ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობებზეც გაამახვილა ყურადღება: "ლიგა არის შეჯიბრი, რომელიც თამაშის გზას გკარნახობს და გიჩვენებს სწორად მიდიხარ, თუ არა. გასულ სეზონზე "ბაიერნმა" ჩვენზე უკეთ იასპარეზა. ფატებს უნდა შევეგუოთ. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც კარგი სეზონი გვქონდა, ლა ლიგა 15 ქულიანი სხვაობითა და სარეკორდო 100 ქულით მოვიგეთ."
დღეს გუნდთან ერთად კაპტანმა კარლეს პუიოლმაც ივარჯიშა, როგორც ჩანს ის მოედანზე სულ მალე დაბრუნდება. ამასთან დაკავშირებით პიკემ განაცხადა: "მას ფორმაში ჩადგომა სჭირდება, როდესაც ის სრულიად მზად იქნება, ტატა მას აუცილებლად გამოიყენებს. გუნდს კაპიტანი ყოველთვის სჭირდება. კარლესი არაჩვულებრივი პროფესიონალი და ჩემი უახლოესი მეგობარია. გუნდი უკვე რამდენიმე თვეა მის გარეშე გამოდის სათამაშოდ, თუმცა ფაქტია, რომ მასთან ერთად უკეთ ვასპარეზობთ" – დაასრულა ესპანელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]