ნეიმარი: "ვალდესი ერთ-ერთ საუკეთესოა მათ შორის, ვინც მინახავს"

ნეიმარი: "ვალდესი ერთ-ერთ საუკეთესოა მათ შორის, ვინც მინახავს"

"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი, "აიაქსთან" გამართული მატჩის შემდეგ, თანაგუნდელს, ვიქტორ ვალდესს აქებს და აცხადებს, რომ კატალონიელი კიპერი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც მას უნახავს.

როგორც იცით, "აიაქსთან" მატჩში, ვალდესმა "ბარსელონა" რამდენჯერმე იხსნა. ერთხელ, მან ეს თერთმეტმეტრიანის მოგერიებით მოახერხა.

"ვიქტორ ვალდესი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც მე მინახავს. მისი სეივები ბედნიერს გვხდის." - აცხადებს ნეიმარი.

ბრაზილიელმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა: "გოლები კვლავ მაკლია, მაგრამ გაკეთებული საგოლე გადაცემითა და გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. მოხარული ვარ იმის გამო, რომ გუნდმა ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირი მოგებით დაიწყო. ასევე ბედნიერი ვარ იმით, რომ ისეთი გენიოსის მხარდამხარ მიწევს თამაში, როგორიც ლიონელ მესია. ის მსოფლიოში საუკეთესოა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.