ლაპორტა როსელს: შეეშვით კრუიფსა და გუარდიოლას

ლაპორტა როსელს: შეეშვით კრუიფსა და გუარდიოლას

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხუან ლაპორტა კატალონიური კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, "ბარსას" ლეგენდების, იოჰან კრუიფსა და პეპ გუარდიოლას შეეშვას.

როგორც იცით, კრუიფსა და სანდრო როსელს შორის, უკვე დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობაა. რაც შეეხება გუარდიოლას, მან და "ბარსას" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბოლო დროს, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს.

"სჯობს, იოჰანს და პეპს შეეშვან. ამ ადამიანებმა "ბარსელონა" დიად გუნდად აქციეს. თუ მათ სურთ დაანგრიონ ის, რაც ჩვენ შევქმენით, უმჯობესია, იერიში ჩემზე მოიტანონ."

იოჰან კრუიფი და პეპ გუარდიოლა "ბარსელონას" როგორც ლეგენდარული ფეხბურთელები, ასევე ასეთივე მწვრთნელები არიან. მათი მწვრთნელობის დროს გუნდმა 25 ტიტული მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.