ბაენა:" თავად მესიმ თქვა უარი ხელის ჩამორთმევაზე"
"რაიო ვალიეკანოს" ფეხბურთელმა რაულ ბაენამ განაცხადა, რომ მატჩის დაწყებამდე თავად არგენტინელმა ლეო მესიმ განაცხადა უარი ხელის ჩამორთმევაზე.
"მინდა სიტუაცია გავარკვიო, რადგან ბევრი წერს, რომ სწორედ მე ვთქვი უარი მესისთან მისალმებაზე. "ბარსელონა" მატჩის სტუმარი იყო, ამიტომ მათ ჩამოიარეს ხელის ჩამოსართმევად. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ მე მზად ვიყავი მას მივსალმებოდი, მაგრამ მან ჩაიარა და ხელი უკან წავიღე. მაგრამ არ მინდა ამ ეპიზოდს დიდი ყურადღება მიექცეს. მინდა ყველამ გაიგოს როგორ მოხდა სინამდვილეში." - განაცხადა ბაენამ.
ესპანურმა პრესამ ვერ გამოარკვია არის თუ არა კონფლიქტი ლეო მესისა და რაულ ბაენას შორის. ზოგიერთი სპეციალისტი კი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]