ანჩელოტი პიკეს პასუხობს
როგორც იცით მადრიდის "რეალმა" პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში სტუმრად "ელჩეს" 1-2 სძლია და ძალზედ საჭირო 3 ქული მოიპოვა, მაგრამ ამ მხრივ ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი მატჩის მთავარმა არბიტრმაც შეიტანა, რომელმაც ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა მასპინძელთა კარის მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით კი, "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა, ხერარდ პიკემ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ მან "რეალის" შესრულებით კომედიური ფილმი იხილა, რასაც ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი იყო იმათთაგან, რომელმაც უპასუხა ხერარდის სიტყვებს: "ძნელია შეაფასო მსაჯის გადაწყვეტილებები, ამისთვის სკამი არ არის საუკეთესო საშუალება. მე ვკითხე პეპეს, იყო თუ არა აღნიშნულ მომენტში თამაშის წესების დარღვევა, რაზეც მან განაცხადა, რომ მსაჯმა სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი".
"პიკეს ვურჩევდი, რომ იფიქროს თამაშზე და არა იმაზე, თუ რა დაწეროს Twitter-ზე. ასეთი თამაშით ნამდვილად არ ვაპირებთ დერბიში გამარჯვებას, "ატლეტიკოსთან" გულშემატკივარი სულ სხვა გუნდს იხილავს". დაასრულა ანჩელოტიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]