აბიდალი: "მოხარული ვარ, რომ "ბარსელონას" რიგებში 6 წელი გამოვდიოდი"
ფრანგული "მონაკოს" ვეტერანმა ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა Cadena COPE-სთან ინტერვიუში ისაუბრა თუ როგორი განწყობა აქვს მას, კატალონიური "ბარსელონას" მიმართ, რომელმაც ფეხბურთელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და მიმდინარე წელს გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა.
"მე იმედგაცრუებული არ ვარ იმ სიტუაციით, რომელიც ჩემს ირგვლივ კატალონიურ კლუბში დატრიალდა. მესმის "ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის რიგებში მთელი 6 წელი გამოვდიოდი. "ბარსელონაში" ყველა პარტნიორი - შესანიშნავი ადამიანები არიან. მათ მე მაჩვენეს, თუ რაოდენ ძვირფასი ვარ მათთვის. პრინციპში, "მონაკო" შესაძლოა საკმაოდ კარგი ვარიანტი იყოს, ვალდესისათვის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ." - განაცხადა, აბიდალმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]