ალქესის სანჩესის ინტერვიუ

ალქესის სანჩესის ინტერვიუ

24 წლის ჩილელი ფეხბურთელი ცნობილ ესპანურ გამოცემა "Mundo Deportivoს" გაესაუბრა. წარმოგიდგენთ სრულ ინტერვიუს.

თქვენ მოიგეთ სუპერ თასი, ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილს იკავებთ, ასევე ლიდერები ხართ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც. ალბათ უკეთეს სტარტს ვერც კი წარმოიდგენდით, არა ?

- ვფიქრობ, როდესაც გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს ის ყოველთვის მოიგებს. ეს დიდი კლუბია და გულშემატკივრებიც სწორედ ამას მოელიან ჩვენგა.

რა გაიფიქრეთ მაშინ, როდესაც გაიგეთ ჭორები იმის თაობაზე, რომ "ბარსამ" საკუთარი სტილი დაკარგა?

- როდესაც ახალი მწვრთნელი მოვიდა მან გვითხრა, რომ მისი მთავარი მიზანი შეცდომების გამოსწორება და ახალი გზების ძიება იყო. ამის მაგალითი კი სრაფი თავდასხმა და ბურთის დაკარგიდან მალევე დაბრუნებაა. ჩვენ ეს "ვალენსიასთან" ორჯერ გავაკეთეთ და გოლების გატანაც შევძელით. ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვასპარეზობთ და ნელნელა ვაუმჯობესებთ შეცდომებს.

თქვენი ახრით, მომგებიანი იქნება, თუ არა "ბარსასთვის" პირდაპირი და სწრაფრი შეტევები?

- თავდამსხმელებისთვის ეს ნამდვილად კარგია. გასულ სეზონზე ძლაიან ბევრ პასს ვაკეთებდიტ, ზოგჯერ ზედმეტსაც კი. მცველებისთვის ბურთის დაბრუნდება ხშირად გვიწევდა. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა.

გასაგებია, ანუ ეს უფრო მოსახერხებელია ...

- თავდამსხმელებისთვის ნამდვილად არის. თუმცა ჩვენ, ჩვენს უკან მდგომ ფეხბურთელებზე ვართ დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია ბურთს სწრაფად გააგორებენ, თუ დიდი ხნის განმავლობაში ათამაშებენ ...

გასულ სეზონებთან შედარებით ბევრად თავისუფლად გამოიყურებით 

- ეს იმ ნდობის დამსახურებაა, რომელსაც მწვრთნელი ჩემს მიმართ გრძნობს. როდესაც გეუბნება, რომ შენ თამაშის სტილს აუმჯობესებ, რა თქმა უნდა ეს გაბედნიერებს. როდესაც "ბარსაში" მოვედი პრაქტიკულად ახალი ფეხბურთილს სწავლა მომიწია. იტალიაში შემეძლო ერთ-ერთზე გავსულიყავი, დავპირისპირებოდი ორ, სამ ან ოთხ მცველს. თუმცა აქ, იმ შემთხვევაში, თუ ბურთს დავკარგავ ყველა მე მაკრიტიკიებს. იტალიაში ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, აქ კი ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ნელნელა ამასაც ვეჩვევი.

მატჩის დროს შეგიმჩნევიათ, თუ არა, რომ "კამპ ნოუ" თქვენით უკმაყოფილოა?

- უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას ეს არ შემიმჩნევია, თუმცა მესმის შეძახილები:"ალექსის! ალექსის!" ეს კი ძალიან მახარებს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მე აქ გუნდის დასახმარებლად ვარ და მაქსიმალურს ვაკეთებ ჩემი მისიის შესასრულებლად.

ცუდი თამაშის ჩატარების შემთხვევაში ბევრს ფიქრობთ ამ მატჩზე?

- არა მხოლოდ ცუდად ჩატარებული შეხვედრის დროს, ზოგადად ყველა თამაშს განვიხილავ. ვაკვირდები როდის ვითამაშე კარგად, და როდის შემეძლო უკეთესი გადაწყვეტილების მიღება. ჩემი, როგორც მოთამაშის შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი. ვიცი, თუ რისი გაკეთება შემიძლია. "ბარსას" სტილით თამაში უნდა ვისწავლო და დავამატო ის, რასაც იტალიაში ვაკეთებდი. "ბარსელონა" ერთ-ერთი საუკეთესო სტილით თამაშობს და მეც ამგვარად თამაში უნდა ვისწავლო.

დადის ხმები, რომ გუნდში შეზღუდული როლი გაქვთ და თქვენი მიზანი ლეო მესიზე თამაშია. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

 - გააჩნია პოზიციას. როდესაც ის მარჯვნივ თამაშობს ჩემი გადასაწყვეტია მივცემ მას პასს, თუ თვითონ განვაგრძობ წინსვლას. თუ ამ უკანასკენლს ავირჩევ და ბურთს დავკარგავ რა თქმა უნდა ჩემი პასუხისმგებლობა იზრდება. ვიცი, რომ თუ ლეოს პასს გავუკეთებ ის მცველებს მოატყუებს და არაჩვეულებრივ გოლს გაიტანს. ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის ჩემზეა.

"ბარსას" სტილის შესწავლის რომელ საფეხბურზე ხართ ახლა?

- ჯერ კიდევ ვსწავლოდ, ახლა მომწიფების ფაზაში ვარ და მზად ვარ ასაფეთქებლად.

სეზონის ბოლოს ყველასთვის სიურპრიზი იყო, როდესაც პრესკონფერენციაზე შევიტყვეტ, რომ მომავალ სეზონსაც კატალონიაში გატარებდით. გაგიკვირდათ ეს გადაწყვეტილება?

- სეზონის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ეს ინფრორმაცია ტიტომ მითხრა. მითხრა, რომ არსად წავიდოდი ამან კი ძალიან დამამშვიდა. იმ მომენტიდან უკეთ თამაში დავიწყე და გოლების გატანასც ვუმატე. მენდობოდეს მწვრთნელი ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

ახლა, როდესაც თავს ბევრად თავისფლად გრძნობთ და მწვრთნელიც გენდობათ, რა არის ალექსისის მთავარ მოტივაცია?

- ჩავარატო მეტი მატჩი, გავიტანო უფრო მეტი გოლი და ბევრი საგოლე გადაცემა გავაკეთო. მინდა, რომ მოედანზე საკუთარი თამაშით ვისიამოვნო. 

აქამდე "ბარსაში" თამაში არ გსიამოვნებდათ?

- იყო შეხვედრები როდესაც კი და იყო მატჩები როცა არა. თუმცა ეს ყოველთვის ჩემზეა დამოკიდებული.

"ბარსასთან" ერთად თქვენ ჩემპიონთა ლიგის გარდა ყველაფრის მოგება შეძელით. მიმდინარე სეზონზე იქნება, თუ არა ამ თასის მოგება თქვენი მთავარი მიზანი? 

- დიახ, თამაგუნდელებმა მითხრეს, რომ ლიგის მოგება მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ტოლფასია. მიმდინარე სეზონზე ეს ძალიან ძნელი იქნება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ტიტულის მოსაგებად.

მითხარით რამე ტატას შესახებ. პეპისა და ტიტოსგან განსხვავებით როგორია ის არა მოედანზე არამედ გასახდელში? 

- ტატა სულ ერთსა და იმავეს გვეუბნება: "თქვენ უნდა ითამაშოთ ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდიტ, უბრალოდ რაღაც-რაღაცების დამატება მოგვიწევს." მას ყველაფრის მოგება სურს ეს კი ჩვენ დამატებით მოტივაციას გვმატებს.

ნეიმარზე რას გვეტყვით?

- ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ჯერ ყველაფერი წინ აქვს, ნეიმარს ბევრის სწავლა მოუწევს რადგან ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს კარგად ეწყობა, სულ მალე ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდება.

გასახდელში როგორია?

- ზოგადად ბრაზილიელები ძლაიან მხიარულები არიან და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ნეიმარიც ასეთია. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. 

"კაჩაის" კვლავ გეძახიან?

- დიახ, და ამას ბოლო უნდა მოვუღო. ახლა არა მარტო ფეხბურთელები, მწვრთნელებიც კი ასე მომმართავენ.

ხუმრობების თქმას კვლავ განაგრძობთ?

- ეს ზედმეტსახელი ხუმრობასთან არაფერ კავშირშია, უბრალის ხშირად ვამბობ: "გესმის რას ვგულისხმობ?" მგონია, რომ ჩემი ნათქვამი სხვებს იშვიათად ესმით.

ლეომ თქვა, რომ ყველაზე კარგად სწორედ მას ესმის რას საუბრობთ. ეს მართალია?  

- არა, სიმართლე ისაა, რომ ჩემი ლეოსაც არ ესმოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი საუბარს ესმოდა პინტოა. (იცინის)

ანუ პინტო უთარგმნიდა ყველას ?

- დიახ, ის იყო ჩემი თარჯიმანი. თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული მეც, თუ ვიცოდი რას ვსაუბრობდი (იცინის).

მოდით კვლავ ფეხბურთს დავუბრუნდეთ. ფიქრობთ, რომ ლიგაზე "ატლეტიკო" თქვენი მთავარი კონკურენტი იქნება?

- ვფიქრობ ორივე "ატლეტიკო" და "რეალი" ძნელად დასამარცხებელი გუნდები იქნება. მათ შესწევთ ძალა მოიგონ ლა ლიგა. ვერ გეტყვით ამას რომელი შეძლებს, ჩვენ უბრალოდ თამაშების მოგება უნდა განვაგრძოთ.

სიმეონეს "რივერ პლატეში" იცნობდით. ფიქრობთ, რომ ის მოტივაცია, რომელსაც ეს მწვრთნელი ფეხბურთელებს უნერგავს გუნდს მოგებაში დაეხმარება ?

- დიახ, ასე მიმაჩნია. ეს გუნდი შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს, თუმცა ჩვენ მათ ჭკუას ვასწავლით.

რას ფიქრობთ 100 მლნზე, რომელიც "რეალმა" ბეილში გადაიხადა.

- ეს მათი ფულია და რასაც უნდა იმას იზამენ, თავიანი საქმე მათ უკეთ იციან. მე მხოლოდ "ბარსაზე" ვარ კონცენტრირებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.