ვალდესმა გულშემატკივარს მოუწოდა, რომ მას დარჩენა არ სთხოვონ
კატალონიის "ბარსელონას" პირველმა მეკარემ ესპანელმა, ვიქტორ ვალდესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და იგი კატალონიურ გრანდს 2014 წლის ზაფხულში დატოვებს. იტყობინება, ესპანური პრესა.
ამჯერად 31 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მას არ მოსთხოვონ გადაწყვეტილების შეცვლა და კლუბში დარჩენა. აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის მე-8 ტურში "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მატჩში "კამპ ნოუზე" შეკრებილი გულშემატკივარი აქტიურად სკანდირებდა შეძახილებს და ვალდესს გადაწყვეტილების შეცვლისაკენ მოუწოდებდა.
"ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს." - მიმართა ესპანელმა, გულშემატკივარს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]