"ბარსელონა" ბალანტასთვის იტალიურ კლუბებთან იბრძოლებს
არგენტინული "რივერ პლეიტის" ახალგაზრდა მცველი ედერ ალვარეს ბალანტა, შესაძლოა კატალონიის "ბარსელონაში" გადავიდეს. იტყობინება, Calciomercato.
კატალონიური კლუბი აპირებს, რომ არგენტინელებს 20 წლის ფეხბურთელის შეძენის თაობაზე საკუთარი შეთავაზება გაუგზავნოს. თავად ბალანტა კი, კოლუმბიისა და სამხრეთ ამერიკის მასშტაბით ერთ-ერთ პერსპექტიულ მცველად ითვლება და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იგი მზად არის ევროპაში გადასასვლელად.
ბალანტას მიმართ აქტიურ ინტერესებს ასევე იჩენენ: "მილანი", "რომა", "ნაპოლი" და "ფიორენტინა".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]