როსელი: "თუ ვილანოვა სრულიად გამოჯანმრთელდება, ის "ბარსელონაში" აუცილებლად დაბრუნდება"

როსელი: "თუ ვილანოვა სრულიად გამოჯანმრთელდება, ის "ბარსელონაში" აუცილებლად დაბრუნდება"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ დიდი იმედი აქვს, კლუბის ყოფილი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას გამოჯანმრთელების და მისი კლუბში დაბრუნების. იტყობინება, Football Espana.

"ტიტოს ავადმყოფობა ყველაზე ცუდი რამ იყო, რომელიც კლუბში ჩემი ყოფნის მომენტში მოხდა. ის ენერგიულია და საკმაოდ კარგი თვისებების მქონეა. თუ ის სრულიად გამოჯანმრთელდება ის აუცილებლად დაბრუნდება "ბარსელონაში", არ ვიცი რა ამპლუაში, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება." - განაცხადა, როსელმა. 

შეგახსენებთ, რომ 44 წლის სპეციალისტმა კლუბი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა, ვილანოვას წასვლის მიზეზი კი ავადმყოფობა იყო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.