პელე: "ვულოცავ ნეიმარს "ვალიადოლიდთან" ნაჩვენებ კარგ გამოსვლას"
მსოფლიო ფეხბურთის მეფედ აღიარებულმა ლეგენდამ, პელემ საკუთარი თანამემამულისა და კატალონიის "ბარსელონას" შემტევის, ნეიმარის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. იტყობინება, ესპანური პრესა.
როგორც გაირკვა, პელემ თვალყური ადევნა "ბარსელონას" უკანასკნელ საშინაო შეხვედრას, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ, ლა ლიგის მე-8 ტურში, სადაც კატალონიელებმა მეტოქეს (4:1) სძლიეს, ნეიმარი კი ერთ-ერთი გატანილი გოლისა და გუნდისათვის ბევრი სასარგებლო მოქმედების მომტანი გახდა.
"მე მსურს ვისარგებლო ჩემი ბარსელონაში ყოფნის მომენტით და ნეიმარს მისი კარგი თამაში მივულოცო. ასევე მადლობელი ვარ "ბარსელონასი" სტუმართმოყვარეობისათვის. ყოველთვის სასიამოვნოა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ დედაქალაქში ყოფნა." - განაცხადა, პელემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]