კატალონიური დერბის ზუსტი დრო ცნობილია
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დღეს გამოაცხადა, რომ კატალონიური დერბი პარასკევს, პირველ ნოემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე "კამპ ნოუზე" გაიმართება. მრავალი წლის შემდეგ "ბარსელონა" პარასკევს პირველად გამართავს შეხვედრას.
დერბიმდე "ბარსელონას" ფეხბურთელები "სელტას" ესტუმრებიან. "ბალაიდოსის" მოედანზე მატჩი სამშაბათს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. გალისიურ გუნდს "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი ლუის ენრიკე მარტინესი წვრთნის.
"ბარსას" მომდევნო თამაშების განრიგი (თბილისის დროით):
"ოსასუნა" - "ბარსა": 19 ოქტომბერი, 22:00
"ბარსა" - "რეალ მადრიდი": 26 ოქტომბერი, 20:00
"სელტა" - "ბარსა": 29 ოქტომბერი, 23:55
"ბარსა" - "ესპანიოლი": 1 ნოემბერი, 23:00
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]