ინიესტა: "ჩემი და კლუბის სურვილები ერთმანეთს ემთხვევა"

ინიესტა: "ჩემი და კლუბის სურვილები ერთმანეთს ემთხვევა"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მიდის მოლაპარაკებები მასა და კლუბს შორის.

"მე უკვე ბევჯერ განვაცხადე, რომ ეს დროსა და გარემოებებზე არაა დამოკიდებული. კლუბში დარჩენა მსურს, იგივე უნდათ კლუბის ხელმძღვანელებსაც, ასე რომ ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა.

სხვა რამეზე არ ვფიქრობ. თუკი გარკვეული ვარიანტები მექნებოდა, კლუბს უკვე ეცოდინებოდა ეს.

თამაში მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე წელი შემიძლია.

არ მიყვარს სიტყვა "მოლაპარაკებები" იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში 2-3 თვის განმავლობაში არაფერი ირკვევა.

ვალდესი? მან თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვისურვებდი, რომ ის კლუბში დარჩენილიყო, თუმცა ეს მისი საქმეა." - განაცხადა ანდრესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.