მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა
მსოფლიოს 4-გზის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი მკურნალობის ბოლო სტადიაზეა. "ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად ვარჯიშობს.
ტრავმის გამო, მესიმ "ბარსელონას" ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა. გარდა ამისა, ის ვერც ეროვნულ ნაკრებს ეხმარება. როგორც ირკვევა, არგენტინელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ვინაიდან "ოსასუნასთან" მატჩამდე თითქმის 5 დღეა დარჩენილი, დიდი ალბათობით, ლეო სრულად გამოჯანმრთელებას მოახერხებს. თუმცა, დანამდვილებით რაიმეს თქმა ჯერ არ შეიძლება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]