ვატცკე: "ჰუმელსი "ბარსელონაში"? სისულელეა"

ვატცკე: "ჰუმელსი "ბარსელონაში"? სისულელეა"

დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა იოჰიმ ვატცკემ, უარყო გავრცელებული ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ მატს ჰუმელსი კარიერას კატალონიაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, უკვე დიდი ხანია, რაც 24 წლის ცენტალური მცველის სახელს "ბარსელონას" უკავშირებენ. სულ ცოტა ხნის წინ კი გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ "ბლაუგრანა" მზადაა მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამასთან დაკავშირებით დორტმუნდელთა დირექტორმა ისაუბრა: "ეს სისულელეა".

"ეს ამბავი სატრანსფერო საგის დასაწყისი არ გეგონოთ. ასეთი ჭორების უკან სიმართლე ყოველთვის არ დგას", - განაცხადა ჰანს-იოჰიმ ვატცკემ ZDF-სთან მიცემულ ინტერვიუში.

ჰუმელსს, რომელმაც ამ სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მიმდინარე კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2017 წლამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.